logo
ENG



"მწვანეები" ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

08 ნოე 202214:23
3 წუთის საკითხავი
clock 951
2022/11/08/x5g5chaqrfzre9z.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეები 27 ნოემბერს ოფიციალურად მემარცხენე-ცენტრისტულ, ქვიარ და ფემინისტურ პარტიას დააფუძნებს.

"ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, გვინდა, საქართველო ვაქციოთ ეკოლოგიურ, სოციალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც თანაბრად ფუნქციური და სასარგებლო იქნება ყველასთვის, და არა — პრივილეგირებული ერთეულებისთვის.

ამის წარმატებული მაგალითი ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე შექმნეს მწვანე პოლიტიკურმა მოძრაობებმა და ჩვენი ბრძოლა, ახლა უკვე აქტივიზმიდან - პოლიტიკაში, ამავე მიზნისკენ იქნება მიმართული!" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც მწვანეების განცხადებიდან ირკვევა, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ:

"ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის, რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ და პოლიტიკური პლატფორმით ხელს შევუწყობთ ფართომასშტაბიან მოძრაობებს და სათემო ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, სოციალური სამართლიანობის, დისკრიმინირებული ჯგუფების, მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართული დადებითი ქმედებებისკენ".


close დახურვა